logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: იმედი გვაქვს, საერთაშორისო ურთიერთობები კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდება
- +

11 აპრილი. 2018. 20:44

 

რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამჟამინდელ რთულ საერთაშორისო ვითარებაში საღი აზრი გაიმარჯვებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა კრემლში 17 ქვეყნის ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებისგანაც რწმუნებათა სიგელები მიიღო.

 

„შექმნილი ვითარება არ შეიძლება შეშფოთებას არ იწვევდეს, მსოფლიოში სიტუაცია სულ უფრო ქაოსური ხდება. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და საერთაშორიო ურთიერთობები კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

როგორც დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა twitter-ში დაწერა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ , რუსეთი უნდა მოემზადოს სირიაზე სარაკეტო დარტყმისთვის.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner