პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„როგორ აკლია თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას რეიგანი, ტეტჩერი, გენშერი... მაკრონების ეპოქაში სულ უფრო და უფრო იზრდება ემოციური და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების რისკი. ატომური იარაღის გამოყენებაზე უკვე ისე ლაპარაკობენ, როგორც მზესუმზირას კნატუნზე. მსოფლიოს კაცობრიობის წინაშე პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკოსები აკლია. ტალღაა პრეზიდენტებისა და პრემიერების იმ თაობის, რომლებიც რეიგანის და გენშერის აჩრდილებადაც არ ვარგა“, - წერს ინაშვილი.