logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ევროპაში აბორტის აკრძალვით შედეგს ვერ მიაღწიეს, რადგან პრობლემა იატაკქვეშეთში გადადის..
- +

12 აპრილი. 2018. 02:50

 

„აბორტი ჩვენი დემოგრაფიული ვითარების მქონე ქვეყნისთვის ძალიან მძიმედ ასატანია, თუმცა მისი აკრძალვა საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის“, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ის, როგორც ოჯახის მამა, აბორტს შინაგანად ეწინააღმდეგება, მაგრამ როგორც კანონმდებელსა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრს, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი, აბორტის აკრძალვა სწორად არ მიაჩნია.

 

„ევროპის განვითარებულ ქვეყნებში აბორტის აკრძალვით შედეგს ვერ მიაღწიეს, რადგან ასეთ დროს პრობლემა იატაკქვეშეთში გადადის და ამით ქალთა სიკვდილიანობა იზრდება.

 

ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რათა პოტენციურმა დედამ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება არ მიიღოს. შესაბამისი რეგულაციების დაცვით არჩევანი ქალის ხელშია და ეს აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია, მაგრამ სახელმწიფომ მის ხელთ არსებული რესურსის ფარგლებში პირობები უნდა შექმნას, რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნას.

 

სხვადასხვა პროგრამებით სახელმწიფომ ფონი შექმნა, რათა ოჯახებისთვის სოციალური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. მდგომარეობა იდეალური არ არის, იდეალურობისგან შორს ვართ, მაგრამ პროგრამებს გარკვეული შედეგი აქვს.

 

ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ამ ემოციამ ნამდვილად იმუშავა, მაგრამ 2009 წლის შემდეგ, შობადობის კლება ისევ დაიწყო. შემდეგ წლებში დაბალი შობადობის რეჟიმში ცხოვრება მაინც მოგვიწევს, რადგან დემოგრაფიული პრობლემები ქვეყანაში 90–იანი წლების შემდეგ დაიწყო და სელექტურმა აბორტმა სქესთა მნიშვნელოვანი დისბალანსი გამოიწვია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner