logo_geo
eng_logo
„სირიაზე სამხედრო იერიშის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის“
- +

12 აპრილი. 2018. 11:00

 

 

თეთრი სახლის პრესსპიკერის სარა სანდერსის განცხადებით, სირიაზე სამხედრო იერიშების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

 

„აშშ-ის პრეზიდენტს მოვლენების განვითარების რამდენიმე ვერსია აქვს და ის მხოლოდ სამხედრო მოქმედებებს არ განიხილავს“, - აცხადებს სანდერსი.

 

სანდერსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპი სირიასა და რუსეთს ქიმიური იარაღით თავდასხმაში დამნაშავედ მიიჩნევს და არ ფიქრობს, რომ მისმა განცხადებამ დამატებითი პრობლემა წარმოშვა.

 

იმ ფონზე, როცა აშშ აცხადებს, რომ სირიაში მომხდარ თავდასხმაზე რეაგირების სამოქმედო გეგმის სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობს, დასავლელი ლიდერები სამხედრო გეგმების განხილვით არიან დაკავებული.

 

„პრეზიდენტი სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს და ჯერჯერობით ყველა ვერსია განიხილება. ამ დროისთვის, რამე კონკრეტული სამოქმედო გეგმა გამოკვეთილი არ არის“, – განაცხადა სარა სანდერსმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner