logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი მოსახლეობას: წინ, ახალი გამარჯვებებისკენ!
- +

12 აპრილი. 2018. 11:04

 

 

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

 

„ყოველთვის ვგრძნობდი ხალხის მხარდაჭერას. ის ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენი განვითარებისთვის. აზერბაიჯანის მოსახლეობამ ხმა უსაფრთხოებას, პროგრესს და განვითარებას მისცა. თქვენი მხარდაჭერა არის იმ სამუშაოს შეფასება, რაც ჩვენ ბოლო 15 წლის მანძილზე გავწიეთ. 15 წლის მანძილზე აზერბაიჯანის ეკონომიკა 3,2-ჯერ გაიზარდა. თუმცა ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ. წინ, ახალი გამარჯვებებისკენ!“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაზაჰირ პანახოვის განცხადებით, ბიულეტენების 65%-ის დამუშავების შემდეგ ილჰამ ალიევმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 86,09% მიიღო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner