უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„დღევანდელი დღე და ეს აღდგომა რუსეთისთვის ტესტი იქნება, რამდენად მიეკუთვნება ის ქრისტიანულ ცივილიზაციას. ამ ტესტის გასავლელად, რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა უსიტყვოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, თუნდაც, აღდგომის დღესასწაულზე. თუ ეს გაკეთდება, მე, ჩემი მხრიდან, გარანტი ვიქნები უკრაინული მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის. ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება დროებითი", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, მის ინიციატივას დასავლეთის პარტნიორები მხარს დაუჭერენ.