logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე საუბრობს
- +

12 აპრილი. 2018. 12:54

 

 

 

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან მიმართებით ალიანსის წევრებმა გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგან.

 

როგორც სტოლტენბერგმა გაზეთ „Süddeutsche Zeitung“-ს განუცხადა, მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა მოსკოვს დაანახონ, რომ ისეთი ქმედებები, როგორიც ყირიმში მოხდა, ასევე კიბერშეტევები ან საერთაშორისო ნორმების დარღვევა, უპასუხოდ არ დარჩება.

 

სტოლტენბერგის თქმით, საუბარია ქვეყანაზე, რომელმაც უკრაინას შეუტია და გამოიყენა ჯარი მოლდოვასა და საქართველოში.

 

გარდა ამისა, სტოლტენბერგის თქმით, მოსკოვი სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს და საკუთარი ბირთვული არსენალის მოდერნიზებას ახორციელებს.

 

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებას უსუსტდება ფსიქოლოგიური ბარიერი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

 

„სანამ რუსეთი არ შეცვლის საკუთარ ქმედებებს, NATO-ს ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში დარჩება, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კი, ძალაში დარჩება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

ამასთან, მისი თქმით, ალიანსი რუსეთთან დიალოგის წარმართვას ცდილობს.

 

„არ გვსურს ცივი ომი“,- ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner