გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა მზადაა, ესტონეთში 250 სამხედრო მოსამსახურე განათავსოს. სამხედრო შენაერთი ესტონეთში ე.წ. ევროპის განმტკიცების პროგრამის ფარგლებში განთავსდება.
აღნიშნული პროგრამისათვის აშშ-მა 3,7 მილიარდი დოლარი გამოყო და იგი აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის შეკავებას ითვალისწინებს. ამავე დროს, აშშ მოკავშირეებისგან „ტვირთის განაწილებასა" და „სამართლიანი წილის" გაღებას მოითხოვს.
შენაერთი აშშ-ის იმ 1000-კაციან სამხედრო დანაყოფს შეუერთდება, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში როტაციის წესით იქნება განთავსებული ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და რუმინეთში.