logo_geo
eng_logo
ქუჩის მუსიკის დღე - მუსიკა საერთაშორისო ენაა!
- +

29 აპრილი. 2016. 17:42



ყველა ადამიანი გულის სიღრმეში მუსიკოსია -არ აქვს მნიშვნელობა, საიდან არის ის, დადის მუსიკალურ სკოლაში ან უბრალოდ უსმენს მუსიკას თუ არა. აუცილებელი არ არის, უკრავდეს როკ-ჯგუფში, ანსამბლში ან ორკესტრში, ყვებოდეს მუსიკას...


ყველას, ვისაც სურვილი აქვს, იმღეროს, დაუკრას ან სულაც იხმაუროს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში. აქ არ არის არანაირი შეზღუდვა -არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ეროვნებას და რეპერტუარს.

პირველად ეს ფესტივალი ვილნიუსში ჩატარდა, ქუჩის დღეები ემსახურება სხვადასხვა ჟანრის მუსიკის, ჯგუფების თუ სოლო მომღერლების პოპულარიზაციას, რომელსაც საზოგადოება ჯერ არ იცნობს და რომელთაც რეალიზაციის ნაკლები საშუალება აქვთ.


„ქუჩის მუსიკის დღე" 2012 წლიდან ეწყობა არამარტო თბილისში, არამედ ზოგადად საქართველოში. ფესტივალი 2016 წელს გაიმართება თბილისში 25 ივნისს და მსურველებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა მუსიკალურ პროექტში.


მუსიკა, რომელიც არის საერთაშორისო ენა. ყველა დაივიწყებს ყოველგვარ ბოროტებას, აგრესიას და თაღლითობას სულ ცოტა ერთი დღით მაინც. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner