„სამეფო კარის თამაშების" მეექვსე სეზონი რომ ყველაზე რეიტინგული იქნებოდა, ამას მთელი მსოფლიო პროგნოზირებდა, მაგრამ რეალურმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
HBO-ს გახმაურებულმა სერიალმა სატელევიზო გადაცემების ყველა რეკორდი მოხსნა. განსაკუთებული შედეგი კი, ავსტრალიაში დაფიქსირდა. პრემიერის დღეს „სამეფო კარის თამაშების" მეექვსე სეზონის პირველ ეპიზოდს ავსტრალიის 800 000-ზე მეტმა მოსახლემ ფასიან არხზე უყურა.
მეექვსე სეზონმა შეშფოთება გამოიწვია სერიალის შემქმნელებშიც, რადგან პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონამდე პირატული ვიდეო გავრცელდა. ამ დროისათვის ისინი ცდილობენ, დაადგინონ იმ წყაროს ვინაობა, ვინც ფილმი მოიპარა და პრემიერამდე ადრე გაავრცელა.