logo_geo
eng_logo
შსს-მ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- +

12 აპრილი. 2018. 16:51

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი - თ.ე. თავის თანამშრომელს - ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner