logo_geo
eng_logo
ექსპერტი მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის განცხადებას დადებითად აფასებს
- +

12 აპრილი. 2018. 17:55

 

 

ექსპერტი მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია, ეთანხმება.

 

„ფინანსთა მინისტრის განცხადება არის სწორი. საბანკო სექტორი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი და არა მუხრუჭი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სწორი მხარდაჭერით მოხდეს ამ ყველაფრის უზრუნველყოფა. რეფორმა, რომელიც დააანონსა მამუკა ბახტაძემ, არის ძალიან სწორი. ეს რეფორმა უზრუნველყოფს არა ჭარბვალიანობის დამძიმებას, არამედ ეკონომიკის განვითარებას, ბიზნეს სექტორის წახალისებას და მცირე მეწარმეობის განვითარებას განსაკუთრებით რეგიონებში", - განაცხადა ექსპერტმა დუნდუამ.

 

ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კაპიტალთან წვდომის საყოველთაო შეზღუდვა დაასახელა და კაპიტალზე მიუწვდომლობაში ბანკების უარყოფით როლზე მიანიშნა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner