logo_geo
eng_logo
სოჭში აზიური ფაროსანას გამო საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა
- +

12 აპრილი. 2018. 19:44

სოჭში აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. ინფორმაციას აფხაზური მედია ტელეკომპანია „ყუბანზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

ამავე ცნობით, მიღებული ზომების მიუხედავად, მავნებელმა კურორტზე აფხაზეთიდან შეაღწია და ქალაქის მთელს ტერიტორიას მოედო.

 

მედიის ცნობით, გასულ წელს ფაროსანამ სოჭში თხილის და მანდარინის მოსავლის ნახევარი გაანადგურა. ამ დროისათვის ფაროსანას წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში კრასნოდარიდან ჩამოყვანილი სპეცავტომობილებია ჩართული. დამუშავდება არა მარტო მსხვილი აგროსაწარმოები, არამედ, ადგილობრივი მცხოვრებლების კერძო მეურნეობები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner