logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: სირიის საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ
- +

12 აპრილი. 2018. 22:26

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი და ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ის ქმედებაზე გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული.

 

„ჩვენ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ვნახოთ, რა იქნება. არსებულ ვითარებას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. ჩვენ სრულად გავანეიტრალეთ „ისლამური სახელმწიფო“, მაგრამ გადაწყვეტილებები კიდევ უნდა მივიღოთ და ეს მალე მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner