logo_geo
eng_logo
მადლობა ქეცბაიას „აპოელის“ პრეზიდენტისგან
- +

29 აპრილი. 2016. 18:29


 

თემურ ქეცბაიას აწ უკვე ყოფილმა გუნდმა „აპოელმა" კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონობა გაიფორმა. 34-ე ტურში, „აპოელი" მეორეადგილოსან „აეკ"-ს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდის პრეზიდენტმა პროდრომოს პეტრიდესმა კომენტარი გააკეთა, რომელშიც თემურ ქეცბაიაც ახსენა.


„რთული წელი გვქონდა და ფეხბურთელებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს. იმავეს თქმა შემიძლია მწვრთნელებზე, როგორც ამჟამინდელზე, ისე ყოფილზე. დიდ მადლობას ვუხდი თემურ ქეცბაიას, რომელმაც გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა", - განაცხადა პეტრიდესმა.


თემურ ქეცბაიამ „აპოელის" მთავარი მწვრთნელის პოსტი 21 აპრილს დატოვა. მიზეზად ხელმძღვანელობასთან ურთიერთგაუგებრობა დასახელდა



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner