logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინთან შეხვედრა შესანიშნავი იქნება
- +

13 აპრილი. 2018. 00:50

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თვლის, რომ მისი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა შესანიშნავი იქნება.

 

„ამ წუთებში ინიშნება შეხვედრა ჩემსა და კიმ ჩენ ინს შორის. ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი იქნება. ჩვენ მივალთ დიდი პატივისცემით და ვნახავთ რა მოხდება“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

 

ჯერ უცნობია, როდის შეხვდებიან ერთმანეთს დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრა მაისშია დაგეგმილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner