logo_geo
eng_logo
ნეიმარმა თვითმფრინავში 9,1 მლნ დოლარი გადაიხადა
- +

29 აპრილი. 2016. 18:30



„ბარსელონას" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა 9,1 მილიონ დოლარად თვითმფრინავი შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცია Globo Esporte-მ გაავრცელა.


გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავის შეძენა გასული წლის აგვისტოში, Neymar Sport e Marketing-ის მეშვეობით განხორციელდა, თუმცა საზოგადოებისთვის ეს ამბავი ცნობილი მხოლოდ ახლახან გახდა. Cessna Citation 680-ის მარკის თვითმფრინავი 12 ადამიანზეა გათვლილი და 890 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 18 მარტს, სან-პაულუს ფედერალურმა სასამართლომ ნეიმარი თაღლითობასა და გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა, რის გამოც 50,8 მლნ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ფეხბურთელს მისი გაპროტესტება შეუძლია.


ბრაზილიელი ფორვარდი „ბარსელონას" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში კატალონიური კლუბის მაისურით მან 44 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 29 გოლით გამოირჩა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner