logo_geo
eng_logo
ქართული ფილმი „ჯინო“ ინდოეთის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა
- +

13 აპრილი. 2018. 13:52

 

ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯინო“ ინდოეთის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა. იგი ფესტივალის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად აღიარეს.

 

„ჯინო“ პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

 

ფილმი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან, დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის - სახლის გადასარჩენად.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner