საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა „ჯვაროსნები" მე-7 ადგილისთვის მატჩში A ჯგუფის ბოლოადგილოსან ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 3:4 დამარცხდნენ.
გიორგი ყიფიანის რჩეულები მანამდე აშშ-სთან 1:5 განადგურდნენ, მასპინძელ სლოვენიასთან 1:1 ითამაშეს და უკრაინის ნაკრებს უგოლოდ დაშორდნენ (0:0). შედეგად, B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.
ნიგერიის ნაკრებთან დღევანდელი მარცხით, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირი ბოლო ადგილით დატოვა.