logo_geo
eng_logo
ირინა ფუტკარაძე: პრემიერის ამერიკაში ვიზიტი ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს!
- +

29 აპრილი. 2016. 18:34



არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის" ხელმძღვანელის ირინა ფუტკარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტი ცალსახად უნდა შეფასდეს ძალიან დადებითად.


ფუტკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი შეხვედრა გამართოს.


ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტი ცალსახად უნდა შეფასდეს ძალიან დადებითად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირი ვიზიტები გაიმართოს ჩვენი მთავრობის მიერ. ვიზიტები, რომელიც საფუძვლად დაედება ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებას, ინფორმირებულობას გაზრდის", - განაცხადა ფუტკარაძემ.


მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია გაედინება აშშ-ში.

 

ზუსტად ამ პრობლემებს გადაწყვეტს ეს ვიზიტები, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდია. არამარტო წინასაარჩევნოდ, ყოველთვის უნდა ეცადოს ჩვენი ხელისუფლება, ყველა რანგის წარმომადგენელს შეხვდეს, რადგან ეს ორივე მხარეს ძალიან წაადგება", - განაცადა ფუტკარაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner