ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში დონეცკის „შახტარმა" „სევილიასთან" 2:2 ითამაშა, „ვილიარეალმა" კი საკუთარ მოედანზე „ლივერპულის" მინიმალური ანგარიშით დამარცხება მოახერხა - 1:0.
UEFA-მ ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩების სიმბოლური ნაკრები წარადგინა, რომელშიც „შახტარიდან" 4, „ვილიარეალიდან 3, ხოლო „სევილიადანა" და „ლივერპულიდან" 2-2 ფეხბურთელი მოხვდა.
სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: სერხიო ასენხო („ვილიარეალი")
დაცვა: ალექსანდრ კუჩერი („შახტარი"), კოლო ტურე („ლივერპული"), იაროსლავ რაკიცკი („შახტარი");
ნახევარდაცვა: ტარას სტეპანენკო („შახტარი"), ბრუნო სორიანო („ვილიარეალი"), ჯო ალენი („ლივერპული"), ვიტოლო („სევილია"), დენის სუარესი („ვილიარეალი");
თავდასხმა: კევინ გამეირო („სევილია"), მარლოსი („შახტარი).