მარტში ლიტვასთან (4:0) და ესტონეთთან (2:0) მოგებული ამხანაგური მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) რეიტინგში ხუთი საფეხურით დაწინაურდა.
ვლადიმირ ვაისის გუნდი 362 ქულით 96-ე ადგილზეა.
რაც შეეხება ფიფას რეიტინგის ტოპ-10-ს, ორი ადგილი მოიგო და პირველ სამეულში შევიდა ბელგიის ნაკრები.