კლეოპატრას სასახლე, ალექსანდრია. ეგვიპტე
კლეოპატრას სასახლე არცთუ დიდი ხნის წინ იქნა აღმოჩენილი ზღვაში ალექსანდრიასთან. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ 1500 წლის წინ მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქის ეს ნაწილი ზღვაში ჩაიტანა. გარდა დედოფლის სასახლისა, მეცნიერები თვლიან, რომ მიაგნეს ისიდას ტაძარსაც. დღესდღეობით, 140 არტეფაქტი ამოტანილია ზღვის ფსკერიდან და მუზეუმშია გადატანილი. ჯერჯერობით ეს ადგილი დახურულია ტურისტებისთვის და დაივერებისთვის.
პორტ-როიალი, იამაიკა
აქ ოდესღაც ბინადრობდნენ მეკობრეები და მეძავები, იყო ლოთობა და ღრეობა. პორტ-როიალს უწოდებდნენ „ყველაზე ბოროტ და ცოდვილ ქალაქს დედამიწაზე"".
ასე იყო მანამ, სანამ 1692 წელს 7.5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრამ პორტ-როიალი არ ჩაიტანა ოკეანის ფსკერზე და 2000 მისი მცხოვრებიც შეიწირა. შემდგომი საუკუნეების მანძილზე ადამიანებს სწამდათ, რომ ეს იყო ზეციური სასჯელი იმ ცოდვისთვის, რომელიც აქ ტრიალებდა.
ახლა „ცოდვის ქალაქი" 40 ფუტის სიღრმეზე მდებარეობს და უამრავი არქეოლოგი თუ მოყვარული დაივერი დაეძებს და დღემდე პოულობს აქ არტეფაქტებს.
დვარკა, კამბეის ყურე, ინდოეთი
ითვლებოდა, რომ დვარკა, უფალი კრიშნას ქალაქი, მხოლოდ მითი იყო. მაგრამ 2000 წელს ამ წყალქვეშა ნანგრევების აღმოჩენამ ახალი სული შთაჰბერა ძველ ინდურ თქმულებას.
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ კრიშნას ჰქონდა უმშვენიერესი ქალაქი, რომელშიც იყო 70 000 სასახლე, მორთული ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით. ეს ბრწყინვალე ქალაქი კრიშნას გარდაცვალების მერე ზღვაში ჩაიძირა.
ჩაძირული დვარკა 131 ფუტის სიღრმეზე მდებარეობს, თანამედროვე დვარკას სანაპირო ზოლში. თანამედროვე ქალაქი დვარკა კი შვიდ უძველეს ინდურ ქალაქთაგან ერთ-ერთია.
კვლევებმა აჩვენა, რომ ჩაძირულ ქალაქს აქვს არაჩვეულებრივი გეომეტრიული დაგეგმარება. ბევრი არტეფაქტი იქნა ამოტანილი წყლიდან, ზოგიერთი მათგანი დათარიღდა ჩვ. წ.-მდე 7500 წლით, რაც ამყარებს იმის ვარაუდს, რომ ეს მართლაც კრიშნას ლეგენდარული ქალაქია.
ლომის ქალაქი, Qiandao ტბა, ჩინეთი
ლომის ქალაქი მიჩნეულია ყველაზე ბრწყინვალე ჩაძირულ ქალაქად დედამიწaზე. და ის მართლაც გამაოგნებელია.
...იმიტომაც, რომ ეს უმშვენიერესი ანტიკური ქალაქი, რომელიც ჩვ. წ.-ის 20-250 წლებში იქნა აგებული და მოცულობით 62 ფეხბურთის მოედნის ტოლია... 1959 წელს (!) განზრახ ჩაძირეს (!) იმისათვის, რომ კაშხალი აეშენებინათ.
დღეს ეს ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ჩინეთში.