logo_geo
eng_logo
საბერძნეთი სირიაში შესაძლო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს
- +

13 აპრილი. 2018. 23:12

 

საბერძნეთის შეიარაღებული ძალები სირიაში შესაძლო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ Kathimerini წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

 

ორი ქვეყნის ლიდერებმა სირიაში ბოლო მოვლენები განიხილეს. საბერძნეთის პრემიერმინისტრმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაგმო და ხაზი გაუსვა ევროკაშირის ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას სიტუაციის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში.

 

ცნობილია, რომ გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ სირიაში შესაძლო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner