logo_geo
eng_logo
„პრემიერის აშშ-ში ვიზიტის დროს ბიზნესწრეებთან გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია“
- +

29 აპრილი. 2016. 18:39



ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღიად და გამჭვირვალედ დახატა საქართველოს რეალობა.


მისი თქმით, საქართველო ელოდება ურთიერთობების გაღრმავებას პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით.


აშშ-ში ბიზნესგარემო ფრთხილია და ყოველთვის ცდილობენ, პირველწყაროსგან გაიგონ, რას სთავაზობ რეალურად. ღიად და გამჭვირვალე ფერებში იყო დახატული საქართველოს რეალობა", - განაცხადა ჯგერენაიამ.


 მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსების შეფასებების მოსმენა, რომ მოხდეს იმ კურსის ჩამოყალიბება, როგორ მივდივართ წინ.


ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პრემიერს ახლდა გუნდი, რომელიც მხარს უმაგრებდა. საქმიანი დიალოგი შედგა, რას ვფლობთ, რა გვსურს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ", - აღნიშნა ექსპერტმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner