logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: საქართველოში არანაირი პლურალიზმი არ არსებობდა, სისხლზე იდგა რეჟიმი!
- +

13 აპრილი. 2018. 23:53

 

„Freedom House რას იტყვის, ჩემთვის აზრი აღარ აქვს. მთავარია ჩემი მოსახლეობა რას იტყვის და არჩევნებზე ამომრჩეველი რა განაცხადს გააკეთებს. ჩემთვის Freedom House ამ ანგარიშით ძალიან არაობიექტური ორგანიზაციაა. თქვენ თუ ჩვენი გუნდის პოზიცია გაინტერესებთ, ეს არის ჩვენი პოზიცია. ამას წყალი არ გაუვა“ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა „პირველებში“ განაცხადა.

 

„ამ ორგანიზაციას აქვს შეფასების 7 ქულიანი სისტემა, რაც საქართველოში ხდებოდა 2009-2011 წლებში ის 4.25-ით კი არ უნდა შეფასებულიყო, არამედ 6 ან 6.5-ით ან თუნდაც 7 ქულით შესაფასებელი. საქართველოში არანაირი პლურალიზმი არ არსებობდა, სისხლზე იდგა რეჟიმი", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner