logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: დაკონკრეტებულ აღწერას გთავაზობთ...
- +

14 აპრილი. 2018. 00:12

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„გრძელდება საჯარო მსჯელობა წერეთლის პროსპექტის და მეტრო ,,დიდუბის" ქვედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის ორგანიზაციის შეცვლაზე.

 

გუშინ წარმოდგენილ მულტიმედიაზე სრულად ვერ აღიქმებოდა ქვეითთათვის და შშმ პირებისთვის საჭირო გადასასვლელების(მ.შ. -მიწისქვეშა) ფაქტორი.

 

გთავაზობთ დაკონკრეტებულ აღწერას.

 

წარმოდგენილ ცალმხრივი მოძრაობის ორგანიზების სქემით გათვალისწინებულია როგორც ქვეითთა ისე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ინტერესები. ქვეითებისათვის არსებობს მიწისზედა გადასასვლელი, პროექტით გათვალისწინებულია აგრეთვე ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელის აშენება და ტროტუარების მოწყობა. ორივე გადასასვლელი ადაბპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

 

რაც შეეხება მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო ნაკადებს, იგი არ შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შემთხვევაში, სატრანსპორტო ნაკადის რეგულირებისათვის გათვალისწინებულია შუქნიშნის სიგნალების გამოყენება, რაც საშუალებას იძლევა სატრანსპორტო ნაკადში წარმოიქმნას წყვეტა, აქედან გამომდინარე მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო საცობების წარმოქმნა მოსალოდნელი არ არის.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მგზავრთა მომსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია ცალკე ზოლის (ბასლაინი) მოწყობა. აკაკი წერეთლის გამზირზე არსებულ წრეზე დაწესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მოსაცდელი ბაქნის მოწყობით.

 

პროექტის სრულყოფისათვის, მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის დაქირავებულია და აღნიშნულ საკითხებზე მუშაობს ბრიტანული კომპანია ,,მოტ მაკდონალდი“.

 

 

რაც შეეხება ბატონი გელა კვაშილავას მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პეკინის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობის დაწესებით პრობლემები შეიქმნა მიმდებარე ქუჩებზე, ვერ დავეთანხმებით. თავიდან ერთგვარი შეფერხებები იყო იოსებიძისა და ქუთათელის ქუჩებზე სადაც რამოდენიმე დღის უკან შეიცვალა ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება, ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა იონა ვაკელისა და ჭილაძის ქუჩების მონაკვეთზე ვაჟა-ფშაველასა და ალ. ყაზბეგის გამზირებს შორის, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ტრანსპორტის მოძრაობა როგორც პეკინის ასევე ზემოთ დასახელებულ და სხვა მიმდებარე ქუჩებზე“, - წერს ოგბაიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner