logo_geo
eng_logo
პატრიარქის კურთხევით, საქართველოს რეგიონებში ჩოხოსანთა სადროშოები შეიქმნება
- +

29 აპრილი. 2016. 18:39



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით, საქართველოს რეგიონებში ჩოხოსანთა სადროშოები შეიქმნება.


მცხეთა, როგორც წმინდა ქალაქის სტატუსის მატარებელი, მხარისგან გამოყოფილი სადროშო იქნება. მასში გაერთიანების მსურველები მხოლოდ მოძღვრის რეკომენდაციით შეძლებენ საზოგადოებაში გაერთიანებას. ამის შესახებ მცხეთაში, სვეტიცხოველის წინამძღვართან, არქიმანდრიტ სერაფიმესთან (ჭედია) გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილმა განაცხადა.   


 ზვიად სეხნიაშვილმა საზოგადოებას გააცნო ჩოხოსანთა მიზნები და ამოცანები, რომლებიც აქტუალურ ეროვნულ საქმეებში ჩოხოსანთა თანამონაწილეობას და ინიციატივებს გულისხმობს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner