თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმაში ქლორი და ზარინი გამოიყენა.
„აშშ დარწმუნებულია, რომ 2018 წლის 7 აპრილს სირიულმა რეჟიმმა ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი ემსხვერპლა და ასეულობით ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციის დიდი მოცულობა იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქ დუმას დაბომბვისას რეჟიმმა ქლორი გამოიყენა, ხოლო ინფორმაციის დამატებითი წყაროები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ზარინის გამოყენებაზეც მიუთითებს“, - აცხადებენ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.