logo_geo
eng_logo
აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიაზე დარტყმა განახორციელეს
- +

14 აპრილი. 2018. 11:04

 

 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მეტისის განცხადებით, დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა.

 

„აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა იერიში მიიტანეს სირიის რეჟიმის ობიექტებზე, რომლებიც ქიმიური იარაღის წარმოებას უკავშირდება. დარტყმის პირველი სამიზნე ქიმიური იარაღის ლაბორატორია იყო.

ობიექტის შერჩევა ისე მიმდინარეობდა, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner