logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციებს უნდა ელოდოს
- +

29 აპრილი. 2016. 18:41



„სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის ლადო ბოჟაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ბოჟაძის თქმით, კვირიკაშვილმა აშშ-ში ბევრი საქმიანი შეხვედრა გამართა და თამამად შეიძლება ვიზიტი წარმატებულად ჩაითვალოს.


პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს პრემიერ-მინისტრის რანგში კვირიკაშვილის პირველი ვიზიტია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ის შეხვდა ვიცე-პრეზიდენტს, სენატორებს, კონგრესმენებს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს და ეს თამამად შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ ვიზიტად", - განაცხადა ბოჟაძემ.


მისი თქმით, რა თქმა უნდა, კვირიკაშვილს სხვა მნიშვნელოვან თემებზეც მოუწევდა საუბარი, რაზეც მედიაში დისკუსია არ ყოფილა.

 

რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში უკავშირდება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას. ბუნებრივია, ის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ყველანაირ გარანტიას მისცემდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ახლა ბატონი კვირიკაშვილი არის არა მხოლოდ მოქმედი პრემიერ-მინისტრი, არამედ, მომავალ არჩევნებში ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, უნდა უხელმძღვანელოს მინისტრთა კაბინეტს. შესაბამისად, მომავალ პერსპექტივებზე გარანტიები და და დაპირებები სწორედ მისი მხრიდან გაცემული, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე ბიზნესწრეებისთვის და პოლიტიკსოებისთვის", - განაცხადა ბოჟაძემ.


ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კვირიკაშვილს თან ახლდნენ ბიზნესწრეების წარმომადგენლები და შეთანხმებები, რომელიც შედგა ამ შეხვედრებზე, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის და უახლოეს თვეებში საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციებს უნდა ელოდოს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner