logo_geo
eng_logo
ჯონ მაკ-კეინი: ტაშს ვუკრავ დონალდ ტრამპს
- +

14 აპრილი. 2018. 11:37

 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯონ მაკ-კეინი „Twitter“-ის გვერდზე სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს გამოეხმაურა.

 

„ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო. ბრიტანელ და ფრანგ მოკავშირეებს მადლობას ვუხდი ამ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. იმისათვის, რომ შორეულ პერსპექტივაში წარმატებას მივაღწიოთ, სირიასთან და მთლიან რეგიონთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სტრატეგია გვჭირდება“, - წერს ჯონ მაკ-კეინი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner