ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი დასავლური კოალიციის მიერ სირიაზე მიტანილ ავიადარტყმას „Twitter“-ის გვერდზე გამოეხმაურა.
„აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დარტყმები იმაზე მეტყველებს, რომ სირიული რეჟიმი რუსეთსა და ირანთან ერთად ვეღარ გააგრძელებს ამ არაადამიანურ ტრაგედიას. ევროკავშირი მის მოკავშირეებთან ერთად სამართლიანობის მხარეს იქნება“, - წერს ტუსკი.
დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციის ძალებმა სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.