logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი: ევროკავშირი მოკავშირეებთან ერთად სამართლიანობის მხარეს იქნება
- +

14 აპრილი. 2018. 11:58

 

 

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი დასავლური კოალიციის მიერ სირიაზე მიტანილ ავიადარტყმას „Twitter“-ის გვერდზე გამოეხმაურა.

 

„აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დარტყმები იმაზე მეტყველებს, რომ სირიული რეჟიმი რუსეთსა და ირანთან ერთად ვეღარ გააგრძელებს ამ არაადამიანურ ტრაგედიას. ევროკავშირი მის მოკავშირეებთან ერთად სამართლიანობის მხარეს იქნება“, - წერს ტუსკი.

 

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციის ძალებმა სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner