logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: წითელი ხაზი, რომელიც საფრანგეთმა 2017 წლის მაისში გაავლო, გადაკვეთილია
- +

14 აპრილი. 2018. 12:42

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმას ეხმაურება.

 

„2018 წლის 7 აპრილს, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სირიის რეჟიმს ეკისრება.

წითელი ხაზი, რომელიც საფრანგეთმა 2017 წლის მაისში გაავლო, გადაკვეთილია“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

მაკრონის განცხადებით, მან საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო ოპერაციაში სირიის რეჟიმის ქიმიური არსენალის წინააღმდეგ.

 

„ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს ქიმიური იარაღის მოხმარების ტრივიალიზაციას, რაც უშუალო საფრთხეს წარმოადგენს სირიელი ხალხისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. ეს არის საფრანგეთის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე მუდმივად წინ წამოწეული ინიციატივების არსი.

საფრანგეთის პრიორიტეტები სირიაში არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის დასრულება, მოსახლეობისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჰქონდეთ წვდომა, კონფლიქტის პოლიტიკური გზით რეგულირების მიღწევა, რათა სირიაში დამკვიდრდეს მშვიდობა და რეგიონში სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი. უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში მტკიცედ მივყვები ამ პრიორიტეტებს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე ავიადარტყმები განახორციელა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner