ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს „Twitter“- ის გვერდზე გამოეხმაურა.
„დღეს დილით სირიაზე მიტანილი იერიში დანაშაულს წარმოადგენს. აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ისინი ამით სარგებელს ვერ ნახავენ, როგორც გასულ წლებში ვერ ნახეს ერაყში, სირიასა და ავღანეთში, სადაც ასეთივე დანაშაულს ჩადიოდნენ“, - დაწერა აიათოლა ხამენეიმ.
დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე ავიადარტყმები განახორციელა.