logo_geo
eng_logo
აიათოლა ალი ხამენეი: აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს
- +

14 აპრილი. 2018. 12:46

 

ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს „Twitter“- ის გვერდზე გამოეხმაურა.

 

„დღეს დილით სირიაზე მიტანილი იერიში დანაშაულს წარმოადგენს. აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ისინი ამით სარგებელს ვერ ნახავენ, როგორც გასულ წლებში ვერ ნახეს ერაყში, სირიასა და ავღანეთში, სადაც ასეთივე დანაშაულს ჩადიოდნენ“, - დაწერა აიათოლა ხამენეიმ.

 

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე ავიადარტყმები განახორციელა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner