ლეგენდარული მომღერალი „პრინცი" 21 აპრილს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გრიპის მწვავე ფორმა დასახელა, თუმცა დასავლური მედია „პრინცის" გარდაცვალების ახალ ვერსიაზე წერს. როგორც ტაბლოიდები იტყობინებიან, მომღერალს შიდსი ჰქონდა.
ახალი ვერსიის შესახებ „ტელეგრაფი" წერს. გამოცემას სხვა ტაბლოიდების ინფორმაცია და ანინიმური ციტირებები მოჰყავს:
„მისი სახე მოყვითალო ფერის იყო, კანი ჩამოწელილი, თითის წვერები კი, მოყავისფრო-მოყვითალო შეფერილობის", - ჰყვება წყარო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პრინცი" 90-იან წლებში დაავადდა შიდსით. დაავადებამ პროგრესირება 6 თვის წინ დაიწყო.