რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო იერიშებით აშშ და მისი მოკავშირეები გაერო-ს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევენ.
„აშშ–მა მისი მოკავშირეების მხარდაჭერით 14 აპრილს სირიის არაბულ რესპუბლიკაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების გარეშე და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით განხორციელდა აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.