logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქმედებებს
- +

14 აპრილი. 2018. 15:11

 

 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმას გამოეხმაურა.

 

„მხარს ვუჭერ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქმედებებს.

NATO მუდმივად გმობს სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას, რაც საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

NATO ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს როგორც საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი და მიიჩნევს, რომ „ქიმიური იარაღის კონვენციის“ დაცვა არსებითია“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც NATO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner