სირიაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ირანელ კოლეგას, ჰასან როუჰანის ესაუბრა.
„აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმა გააძლიერებს სირიის ძალისხმევას, ებრძოლოს და დაამარცხოს ტერორიზმი ქვეყნის თითოეულ დუიმზე“, – განაცხადა ბაშარ ალ-ასადმა.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა „აგრესიის გამო, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელი ხალხის სიმტკიცეს ვერ დაასუსტებს“.
„ირანი განაგრძობს სირიის გვერდით დგომას”, – აცხადებს ჰასან როუჰანი.
შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.