logo_geo
eng_logo
ბაშარ ალ-ასადი სირიაზე სარაკეტო იერიშის შესახებ ირანელ კოლეგას ესაუბრა
- +

14 აპრილი. 2018. 15:39

 

 

 

სირიაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ირანელ კოლეგას, ჰასან როუჰანის ესაუბრა.

 

„აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმა გააძლიერებს სირიის ძალისხმევას, ებრძოლოს და დაამარცხოს ტერორიზმი ქვეყნის თითოეულ დუიმზე“, – განაცხადა ბაშარ ალ-ასადმა.

 

თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა „აგრესიის გამო, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელი ხალხის სიმტკიცეს ვერ დაასუსტებს“.

 

„ირანი განაგრძობს სირიის გვერდით დგომას”, – აცხადებს ჰასან როუჰანი.

 

შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner