logo_geo
eng_logo
ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი მხარს უჭერს სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზით დარეგულირებას
- +

14 აპრილი. 2018. 16:45

 

 

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი სირიაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება.

 

„ევროკავშირი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით, ირანსა და რუსეთს, გამოიყენონ საკუთარი გავლენა იმისათვის, რათა ხელი შეუშალონ ქიმიური იარაღის ხელახალ გამოყენებას, განსაკუთრებით, სირიის რეჟიმის მხრიდან.

ევროკავშირი მხარს უჭერს სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზით დარეგულირებას. 2017 წლის ივლისსა და 2018 წლის მარტში ევროკავშირმა შემოიღო შეზღუდვების დამატებითი ზომები სირიელი მაღალჩინოსნებისა და მეცნიერების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ქიმიური იარაღის შემუშავებაში. ყოველთვის მზად ვარ განვიხილო ამ ზომების გამკაცრება, თუ საჭირო იქნება“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner