აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებს „სრულყოფილად შესრულებული“ უწოდა.
„გუშინ ღამით დარტყმა სრულყოფილად შესრულდა. მადლობა საფრანგეთს და გაერთიანებულ სამეფოს მათი სიბრძნისთვის და მათი შესანიშნავი სამხედროების ძალისთვის. უკეთეს შედეგს ვერ მივიღებდით. მისია შესრულებულია!“ - წერს დონალდ ტრამპი „Twitter“-ის გვერდზე.