logo_geo
eng_logo
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი: გაშვებულმა რაკეტებმა ყველა დასახულ სამიზნეს მიაღწია
- +

14 აპრილი. 2018. 19:24

 

 

„სირიაში აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გაშვებულმა რაკეტებმა ყველა დასახულ სამიზნეს მიაღწია“, - ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა უაითმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„რაკეტებმა წარმატებით გაანადგურეს თითოეული შერჩეული სამიზნე", - განაცხადა მან.

 

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს არ სურს სირიაში კონფლიქტის გაჩაღება, თუმცა არ შეეგუება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.

 

მისივე თქმით, აშშ-ს მიზანია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება და ტერორიზმთან ბრძოლა.

 

„ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, თუმცა ამავდროულად ვერ დავუშვებთ საერთაშორისო სამართლის ნორმების ასეთ საზარელ დარღვევას. სირიაში ჩვენი მიზანია ტერორიზმთან ბრძოლა და არა სირიის სამოქალაქო ომში მონაწილეობა. ეს ოპერაცია არ ნიშნავს აშშ-ს პოლიტიკის შეცვლას", - განაცხადა დანა უაითმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner