რიკოთის უღელტეხილზე მანქანა დაიწვა. ინფორმაციას პორტალი „კვირა“ ავრცელებს.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, საქართველოს ნომრებით მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში “კვირას“ განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მხოლოდ მანქანა დაიწვა. მათივე თქმით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.