logo_geo
eng_logo
ქუჩის რეპორტაჟი: სჭირდება თუ არა საქართველოს 29-მილიონიანი ფესტივალი?
- +

29 აპრილი. 2016. 20:14



საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით,  2016 წლის აპრილიდან პროექტი  „Check in Georgia" დაიწყო.


რას ფიქრობს საზოგადოება ბიუჯეტიდან  ფესტივალებისთვის გამოყოფილ 29 მილიონ ლარზე, ამის გარკვევას „რეპორტიორი" ქუჩის რეპორტაჟით შეეცდება.



 

გიორგი ჩოგოშვილი, სტუდენტი:  29 მილიონი ცოტა რთული გასაცემია გართობისთვის დღევანდელ საქართველოში.

 

 

 

 

ირმა ჯმუხაძე, თურქოლოგი: საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჩატარდეს ასეთი კულტურული ღონისძიებები, მაგრამ ამ ეტაპზე მგონი არ იყო საჭირო. ვფიქრობ,  ტურიზმს ამ ეტაპზე არაფერში წაადგება.



 

ლაშა საღინაშვილი,დიზაინერი: უნდა ინტერესდებოდეს კულტურის სამინისტრო მსგავსი ფესტივალებით. კარგი იქნება, თუ ხშირად გამოიყოფა ბიუჯეტიდან თანხები ასეთი ღონისძიებებისთვის.

 

 

 

 

გიგი შენგელია, სტუდენტი: ვთვლი, რომ ყველამ თავის მოსატეხი უნდა მოტეხოს, ვისაც შეერგება ამ ფულიდან, შეერგოს.  მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი.



 

დათო გუნდავა: ალბათ კარგია ფესტივალები ყოველთვის, ახალგაზრდებისთვის - მითუმეტეს. 



 

ქრისტინე ვეფხვაძე, სტუდენტი: სხვა ქვეყნებში ყოველთვის ტარდება ცნობილი ადამიანების კონცერტები და იქ წასვლას ჯობია, რომ აქ ჩამოვიდნენ. გასაგებია, რომ შეიძლება ეს თანხა მოვახმაროთ გაჭირვებულებს, მაგრამ კულტურული ღონისძიებებიც საჭიროა.



 

გოგა ნადირაშვილი, მწვრთნელი: დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში რაც ხდება, ალბათ არ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას დავესწრები და გავერთობი, უფრო სჯობდა, რომ ნაკლები დამჯდარიყო  ან გამოეყენებინათ სხვა რამეში.



 

ნანა რიკვავა, ბუღალტერი: ბევრი პრობლემა არსებობს, ვიცით, მაგრამ ესეც საჭიროა.



 

რიმა ჭითანავა, ფარმაცევტი:  უამრავი საქმეა გასაკეთებელი, ამიტომ არამიზნობრივია 29 მილიონის გამოყოფა ასეთ რაღაცაში.



 

გიორგი კუჭუხიძე, მთარგმნელი: 29 მილიონი ზედმეტია იმ მომღერლებისთვის, ვინც ჩამოჰყავთ. მგონია, რომ ზედმეტია.



 

ელენე კაკაბაძე, მიკრობიოლოგი:  ბიუჯეტიდან აშკარად არასწორ რაღაცეებზე იხარჯება ფული, როცა შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვან საქმეზე გამოვყოთ. კი კარგია გართობა, მაგრამ პრიორიტეტული მგონი არ უნდა იყოს, როცა ქალაქი ასეთ მდგომარეობაშია.



 

ქეთი ხელაძე, ხელოვნებათმცოდნე: 29 მილიონი ცოტა ზედმეტად მიმაჩნია.



 

ჯუმბერ თოფურია, IT-სპეციალისტი: ბიუჯეტიდან გამოყოფილი  29 მილიონი ძალიან ბევრია მსგავსი ფესტივალებისთვის.  მაგარი მომღერლები არ უნდა ჩამოდიოდნენ.



 

დიანა ადამაშვილი, ტექნოლოგი: ფესტივალებშიც უნდა დაიხარჯოს ფული, მაგრამ სხვა რაღაცეებშიც რომ დაიხარჯოს, უკეთესია.



 

ვასილ მერებაშვილი, მიმტანი: „Check in Georgia" საინტერესო უნდა იყოს, ყველამ უნდა ნახოს საქართველო, მაგრამ 29 მილიონი რამდენად სჭირდება, ეს ცოტა საეჭვოა.



 

მაია ტუსაშვილი, პედაგოგი: თუ გავითვალისწინებთ ჩვენს დღევანდელ ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობასა და ზოგადად ქვეყნის, მგონი ძალიან გადაჭარბება გამოდის ამხელა თანხის დახარჯვა ფესტივალებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner