logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მმართველ გუნდში არცერთ სტრატეგიულ საკითხზე უთანხმოება არ არსებობს
- +

14 აპრილი. 2018. 22:03

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ გუნდში არცერთ სტრატეგიულ ან იდეოლოგიურ საკითხზე უთანხმოება არ არსებობს.

 

„ჩვენი გუნდი არის ერთიანი და კონსოლიდირებული ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში, რომელიც ეხება საქართველოს, საპარლამენტო ცხოვრებას და პარტია „ქართულ ოცნებას”. 

 

რაც შეეხება ამ კამათსა და უთანხმოებას, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ნახა საზოგადოებამ ტელეეთერებით, ისევ ვიმეორებ, ეს არ უკავშირდება არცერთ სტრატეგიულ საკითხს“, – განაცადა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბარში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner