„ის, რაც ნიგერიელების მხრიდან ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა, კრიმინალი არ იყო და იესო ქრისტეს შეურაცხყოფისთვის ნაძირალა გაბუნიას გინება კრიმინალია?“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მთელი მთავრობა ნიგერიელებს ფეხბურთს ეთამაშება. ამ დროს „ქართული მარშის“ ახალგაზრდები სრულიად უდანაშაულოდ ციხეში სხედან.
ის, რაც ნიგერიელების მხრიდან ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა, კრიმინალი არ იყო და იესო ქრისტეს შეურაცხყოფისთვის ნაძირალა გაბუნიას გინება კრიმინალია? სადაა სამართალი, სად? 2012 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის რეჟიმი იმისათვის დავამარცხეთ, რომ ეს უსამართლობა გაგრძელებულიყო?
რატომ თამაშობენ ბავშვების გამლახავი ნიგერიელი კრიმინალები თქვენთან ერთად ფეხბურთს და რატომ სხედან ციხეში ქართველი ახალგაზრდები, რომელთაც თითი არ დაუკარებიათ გაბუნიასთვის?!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.