logo_geo
eng_logo
მაიკ პენსი: რუსეთო, შენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახარ!
- +

14 აპრილი. 2018. 23:57

 

 

„ჩვენი რუსეთისადმი მესიჯი შემდეგია: რუსეთო, შენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახარ“, - ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

 

„დროა რუსეთმა გაიაზროს ის მესიჯი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ საღამოს გადასცა, რომ რუსეთი იმით იქნება ცნობილი თუ ვისთან მეგობრობს. რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღო ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობაზე. ახლა კი ჩვენ საზარელი სურათი დავინახეთ, რაც მონსტრი ასადის მხეცობის შედეგია. რუსეთი მხარს უჭერდა ამ რეჟიმს. დრო მოვიდა რუსეთი შეუერთდეს იმ ერების ოჯახს, რომლებიც გმობენ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას. რუსეთი და ირანი ისტორიის არასწორ მხარეს დგანან", - განაცხადა მაიკ პენსმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner